კითხვის I სერია
დანიელ პენაკი ,,სკოლის სევდა“
1
დიდი
ვერაფერი მოსწავლე ვიყავი. არაფერი გამომდიოდა, და მაინც სკოლა მუდამ ფეხდაფეხ დამდევდა
და ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა. მაშინაც კი, როცა ყოველ საღამოს შინ ვბრუნდებოდი,
აშკარად ვგრძნობდი, რომ სკოლა არაფრის დიდებით არ აპირებდა ხელიდან ჩემ გაშვებას.
ჩემი
დღიურის შინაარსი მხოლოდ მასწავლებლების მუდმივ უკმაყოფილებაზე მეტყველებდა. მათემატიკისთვის
უიმედოდ ვიყავი დაგმანული.[1] უკიდეგანოდ[2] უმეცარს,
გამოუსწორებლად უწიგნურს, თარიღების დამახსოვრების მიმართ მყარი იმუნიტეტის მქონეს[3], რუკაზე
ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დაუჯერებლად უუნაროს, უცხო ენების შესწავლაში სრულიად
უნიჭოს, ზარმაცსა და უქნარას შინ ჩემი სიჩლუნგის დამადასტურებელი გულისგამხეთქავი შედეგები
მიმქონდა, რომლებსაც ვერც მუსიკაში, ვერც სპორტში და ვერც კლასგარეშე საქმიანობაში
მიღწეული წარმატებები ვერ გამოისყიდიდა.
-
გაიგე,
ცოტათი მაინც თუ გესმის, რასაც გიხსნი?
მე ვერაფერსაც
ვერ ვიგებდი ... ოჯახში ხშირად მახსენებდნენ, რომ ასობგერა ა-ს დამახსოვრებას მთელი
წელი მოანდომეო. წარმოგიდგენიათ? - ერთ წელიწადში მხოლოდ ანი.
როგორც ჩანს,
ყველა ყველაფერს ჩემზე ბევრად სწრაფად იგებდა.
-
შენ თავი ტვინით კი არა, ჩალით გაქვს გამოტენილი...
2
მიუხედავად
ყველაფრისა, მთლად აწყვეტილი ბავშვი კი არ ვიყავი, უფრო ცოცხალი, მოძრავი და მოთამაშე
მეთქმოდა. კოჭაობაში ჩემზე მოხერხებულს კაცი ძნელად მიაგნებდა, დაუმარცხებელი ვიყავი,
მსოფლიო ჩემპიონი ბალიშებით ორთაბრძოლაშიც, - მოკლედ, მაგრად ვთამაშობდი, რა! ლაქლაქა
და მუდამ მხიარული, შეიძლება ითქვას, კომიკოსი და ოხუნჯი, ადვილად ვუმეგობრდებოდი ყველა
დონის მოსწავლეს, უქნარებს -უპირველეს ყოვლისა...
თამაში
იყო ჩემი მხსნელი იმ მომაკვდინებელი სევდისგან, რომელიც მიპყრობდა, როგორც კი საკუთარ
სირცხვილთან მარტო დავრჩებოდი. ღმერთო ჩემო, რა საშინელი ტანჯვაა ეს მარტოსულობა და
გამუდმებული სირცხვილის შეგრძნება იმის გამო, რომ ვერაფერს აკეთებ ისე, როგორც საჭიროა.
პირდაპირ მოგინდება, დაჰკრა ფეხი და სადმე გადაიკარგო, მაგრამ სად უნდა გაექცე საკუთარ
თავს.
3
იმ
მასწავლებლებს, რომლებმაც მიხსნეს და ჩემგან მასწავლებელი გამოიყვანეს, საერთოდ არ
შეუწუხებიათ თავი ჩემთვის ჭკუის სწავლებითა და დარიგებებით. ამ გამოცდილ ადამიანებს
უკვე ჰქონდათ შეხება დაღუპვის გზაზე დამდგარ ჩემნაირ წყალწაღებულ მოზარდებთან და მათ
თავიანთ თავს უთხრეს: საჭიროა სასწრაფო რეაგირება, მოქმედება. ისკუპეს და ჩემ ამოსაყვანად
ფსკერზე ჩაყვინთეს... ვერ ამომათრიეს... მაინც არ დამანებეს თავი, კიდევ სცადეს - ისევ
უშედეგოდ... იხტიბარი მაინც არ გაიტეხეს[4].. კიდევ
და კიდევ... და ბოლოს, იმდენი ქნეს, რომ ნაპირზე გამომიყვანეს... ჩემთან ერთად - ბევრი
სხვაც. შეიძლება ითქვას, ანკესზე წამომაგეს. აი, იმ მეთევზეებს უნდა ვუმადლოდე.
4
ბავშვები
მომავლის გარეშე.
ბავშვები, რომლებისგანაც არასდროს არაფერი
გამოვა.
წყალწაღებული ბავშვები.
თავიდან, დაწყებით
კლასებში, მოგვიანებით კი ლიცეუმში[5], მამაზეციერი
ვერ დამარწმუნებდა, რომ საერთოდ რამე მომავალი მექნებოდა.
უმომავლო ცხოვრება!
...
-
რის იმედი შეიძლება გქონდეს ასეთი ნიშნებით?
-
შენ ფიქრობ, რომ მეექვსე კლასში გადასვლას შეძლებ? მერე
- მეხუთეში, მეოთხეში, მესამეში, მეორეში, პირველში?[6] მიაღწევ
კი ოდესმე გამოსაშვებ კლასამდე? ...
ან სკოლის დირექტორის
ისტერიკული წივილ-კივილი:
-
ატესტატი?
თქვენ? არც იფიქროთ... თქვენ მას ვერასდროს მიიღებთ, გესმით თუ არა ჩემი: ვე-რას-დროს!
კითხვები ტექსტის გაგება-გააზრებისთვის
1. წაიკითხეთ პირველი ფრაგმენტი. როგორ
ახასიათებს დანიელ პენაკი საკუთარ თავს, როგორც მოსწავლეს?
2.
მიუთითეთ,
რა სიტყვებს იყენებს ავტორი ამისთვის და რა მიზნით?
3. წაიკითხეთ მეორე აბზაცი. გამოიყენეთ ლექსიკონი და სხვა სიტყვებით ჩამოაყალიბეთ
პატარა პენაკის მახასიათებლები.
4. რა საგნებში ჰქონდა ავტორს წარმატებები?
5. ავტორი წერს, რომ მისი წარმატებები ვერ გადაწონიდა წარუმატებლობებს.
თქვენი აზრით, რატომ? გეოგრაფიაში
და ა.შ.), სხვ.
6. წაიკითხეთ მეორე ფრაგმენტი. რა ინფორმაციას გვაწვდის პენაკი თავისი
პიროვნული მახასიათებლების შესახებ?
7. პენაკის თქმით, რატომ ეჭირა თამაშს განსაკუთრებული ადგილი მის ცხოვრებაში?
8. რას განიცდიდა პატარა პენაკი სწავლაში თავისი წარუმატებლობის გამო?
9. წაიკითხეთ მესამე ფრაგმენტი. როგორ მოიქცნენ ის მასწავლებლები, რომლებიც
დაეხმარნენ პენაკს? რა გზა გაიარეს მათ, სანამ დადებით შედეგებს მიაღწევდნენ?
10. რა სიტყვებით მოიხსენიებს პენაკი საკუთარ თავსა და თავის მხსნელ მასწავლებლებს?
როგორ უნდა გავიგოთ „ანკესზე წამოგება?“
11. ფრაგმენტის ტექსტზე დაყრდნობით იმსჯელეთ,
რა თვისებები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს „წყალწაღებულ მოსწავლეთა“ გადასარჩენად? როგორ
უნდა იმოქმედოს მასწავლებელმა ამ მოსწავლეთა
„ანკესზე წამოსაგებად?“
12. წაიკითხეთ
მე-4 ფრაგმენტი. როგორ მოიხსენიებს ავტორი ჩამორჩენილ მოსწავლეებს? ეშე.
13. როგორ ფიქრობთ,
გამოხატავს თუ არა თავად პენაკის დამოკიდებულებას
ის სიტყვები, რომლებითაც ის მოიხსენიებს ჩამორჩენილ მოსწავლეებს? უნდა თვლიდეს, რომ ჩამორჩენილ
14. თქვენი აზრით,
როგორ შეიძლება გავიგოთ სიტყვები: „უმომავლო ბავშვები“, „უმომავლო ცხოვრება“?
[1] საგულდაგულოდ დახურული, ჩარაზული.
[2] უკიდეგანოდ - უსაზღვროდ
[3] იმუნიტეტი - ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა. იგულისხმება,
რომ ავტორი თარიღების დამახსოვრებას ვერაფრით ახერხებდა.
[4] იხტიბარი არ გაიტეხეს - იმედი არ დაკარგეს
[5] ლიცეუმი - საშუალო სკოლა საფრანგეთში.
[6] საფრანგეთის ლიცეუმში კლასები ითვლება შებრუნებული რიგითობით. იწყება
მეექვსე კლასიდან და მთავრდება გამოსაშვები კლასით, რომელიც მოსდევს პირველს.