- პროექტის სახელწოდება: ,,თაობათა წიგნი"
- პროექტის მთავარი თემა: წიგნიერების კომპეტენციის გაუმჯობებება.
- პროექტის აქტუალურობა: ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე
განათლების სისტემა წიგნიერების დაბალი დონის გამო ბევრ
პრობლემას აწყდება. ,,PIRLS”-ის საერთაშორისო კვლევების
მონაცემებით, საქართველოს წიგნიერების კომპეტენციის მიხედვით საშუალოზე დაბალი მაჩვენებელი
აქვს, სწორედ ამ პრობლემის გამო დაინერგა სკოლებში ახალი საგანი ,,კითხვის საათი“ (I-IV კლასები)
რომელიც წიგნიერების კომპეტენციის გაზრდას ისახვას მიზნად, თუმცა,
ერთგვარი უფსკრული რჩება სხვა კლასებში.
- პროექტის მიზნები: 1) საერთაშორისო კვლევებით დადასტურებული ფაქტი- წიგნიერების დაბალი დონის ამაღლება კონკრეტულ კლასებში; 2. მოსწავლეთა მოტივაციისა და წიგნიერების კომპეტენციის გაზრადა. 3. სემიოტიკური და ვერბალური უნარების განვითარება.
- მონაწილეთა ასაკი: 12-16
- ვადები/ხანგრძლივობა: სასწავლო წლის განმავლობაში.
- მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები:
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კითხვარები, სმარტ-დაფა, სამუშაო რვეულები.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები აკეთებენ გამოკითხვას: რომელი იყო საყვარელი წიგნი მათი ბაბუებისა და ბებიების, მშობლების, თუ მათ თანატოლთა თაობაში. გამოავლენენ თაობათა წიგნებს . განიხილავენ მკითხველთა კლუბის ფორმატში. სტუმრად იწვევენ ავტორებს, ცნობილ ადამიანებს.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ქართ. XI. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;· აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
-
· აანალიზებს ერთი ეპოქის ტექსტებში ასახულ პრობლემებს, თემებს, იდეებს მსგავსება-განსხვავების თვალსაზრისით;· ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე;· შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;· ამოიცნობს კონკრეტული ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს სხვადასხვა ნაწარმოებში და შეაფასებს ამავე ეპოქისთვის დამახასიათებელი ღირებულებებისა და ფასეულობების კონტექსტში.ქართ. XI. 11. მოსწავლეს შეუძლია რეცენზიის დაწერა წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:· განიხილავს წაკითხულ ტექსტს პირადი და ლიტერატურული გამოცდილების კონტექსტში;· წარმოადგენს ნაწარმოებში ასახულ პრობლემას და აყალიბებს საკუთარ შეხედულებებს პრობლემის გადაჭრის ავტორისეულ ვარიანტზე;· აკრიტიკებს ან იზიარებს ავტორის თვალსაზრისს სათანადო არგუმენტების მოშველიებით;· აანალიზებს მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებს, რისთვისაც იყენებს სხვადასხვა რესურსს: ციტატებს ლიტერატურულ-კრიტიკული თხზულებებიდან, ეპიზოდებს ანალოგიური ან მსგავსი პრობლემის შემცველი ნაწარმოებიდან და სხვ.
- პროექტის ხელმძღვანელი: ლელა კვირტია
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: lela.kvirtia02.06@gmail.com
- პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: lelakvirtia.blogspot.com
ლელა კვირტია, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი
სასწავლო პროექტები-გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
დანიელ პენაკი ,,სკოლის სევდა"
კითხვის I სერია დანიელ პენაკი ,,სკოლის სევდა“ 1 დიდი ვერაფერი მოსწავლე ვიყავი. არაფერი გამომდიოდა, და მაინც სკოლა მუდამ ფეხდაფეხ დ...
-
კითხვის I სერია დანიელ პენაკი ,,სკოლის სევდა“ 1 დიდი ვერაფერი მოსწავლე ვიყავი. არაფერი გამომდიოდა, და მაინც სკოლა მუდამ ფეხდაფეხ დ...
-
ლელა კვირტია გურამ დოჩანაშვილის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა “ ...
-
https://www.facebook.com/ggzugdidi/videos/831381260344145/UzpfSTEwMDAwMDgzNDg0NDQ4NToxMzUwODYwMTQxNjE4NDY4/ https://www.facebook.com/...
No comments:
Post a Comment